სპორტის სახეობა


ბეისბოლიგუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა მოთამაშით.ბეისბოლი აშშ-ში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ითვლება, რომ თამაშს საფუძვლად დაედო ინგლისურირაუნდერს“-. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში 1820 წელს. 1845 წელს შეიქმნა პირველი პროფესიული კლუბი. თამაში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში და სხვაგან. ამჟამად ბეისბოლს თამაშობენ 120 ქვეყანაში. ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.


კალათბურთიგუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით. 1891 წელს სპრინგფილდის კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891 წლის დეკემბერს პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო) მეოთხედისგან. მეოთხედებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე მეოთხედებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთამაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.



ფეხბურთიგუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ოთხი დამხმარე მსაჯი, აქედან 2 გვერდითი არბიტრი, 2 პირითი ხაზის დამხმარე მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებადააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს და ავტომატურად ტოვებს მისი გუნდის მომდევნო შეხვედრასაც იმ კონკრეტულ ტურნირზე, სადაც მიიღო წითელი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ წითელი ბარათი ფეხბურთელმა არასპორტული საქციელის გამო მიიღო, შესაძლოა მას რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწიოს (მისი საკითხი განიხილება უეფას ან ფიფას სადისწიპლინო კომიტეტზე).




ხელბურთი— გუნდური თამაში ბურთით, სადაც შვიდი წევრისაგან (6 ძირითადი მოთამაშე და 1 მეკარე) ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის კარში (3 მ × 2 მ) გაიტანონ ბურთი.ხელბურთს, ანუ ბურთის ხელით თამაშს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე სახით იგი მე-XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა.1898 წელს დანიის რეალური სასწავლებლის მასწავლებელმა ჰოლმარ ნილსენმა ქალებისათვის მოიგონა თამაში ხელით, რომელსაც „ჰანტბალი“ უწოდა.1905-1906 წლებში ნილსენისეული ხებურთისმაგვარი თამაში ჩნდება ჩეხეთში, რომელსაც სახელად „გაზენა“ შეარქვეს.


ფრენბურთი — სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით) ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათამაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.


ჰოკეი— სპორტული გუნდური თამაში ჩოგნებით და ბურთით (ან შაიბით). თამაშის მიზანია ბურთი (შაიბა) ინდივიდუალური ტარებითა და გადაცემებით რაც შეიძლება მეტჯერ გაიტანონ მოწინააღმდეგის კარში. არსებობს ჰოკეის 3 ძირითადი სახეობა: 1. ყინულის ჰოკეი, 2. ჰოკეი ბურთით ბენდი; 3. ბალახის ჰოკეი (საკუთრივ ჰოკეი). თამაშობენ საგანგებოდ დახაზულ მოედნებზე: ბალახის ჰოკეის — ბალახის, სინთეთიკურ-საფარიან, გრუნტისა და სხვა მოედნებზე (91,4 მ Х 55 მ), შაიბიან ჰოკეის (51-61 მ Х 24-30 მ) და ბურთიან ჰოკეის (90-110 მ Х 50-65 მ) ყინულის მოედნებზე. ბურთიანი ჰოკეისა და ბალახის ჰოკეის გუნდში 11 მოთამაშეა (მეკარის ჩათვლით); ყინულის ჰოკეიში — 6 (შემადგენლობა პერიოდულად იცვლება მეკარის გარდა), თამაშის დრო შესაბამისად: 90 და 70 წთ-ია (1 შესვენება) და 60 წთ (ე. წ. სუფთა სათამაშო დრო, 2 შესვენება). ბურთის მასა: 58-62 გრ და 155-165 გრ, შაიბისა 156-170 გრ. ბურიანი და შაიბიანი ჰოკეის მოთამაშეთათვის სავალდებულოა სპეციალური დამცავი სპორტული ტანსაცმელი.


რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. თამაშის მიზანი არის ორმა, 15-კაციანმა გუნდმა, სპორტულ შეჯიბრებაში და წესების დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი, რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად. მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.


ჩოგბურთი — სპორტის სახეობა.საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა (ე. ი. 15, 30 და 40). ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი უკვე იგებს. თუ ანგარიში თანაბარია (ე. ი. 40-40), მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს. 6 თამაშის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გათამაშება, რომელსაც ტაი-ბრეიკი ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად. გამონაკლისია მამაკაცთა შორის დიდი მუზარადის ტურნირები, სადაც ჩოგბურთელს სჭირდება 3 სეტის მოგება თამაშის მოსაგებად.


ფარიკაობა — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა.ორთაბრძოლა ორ მოფარიკავეს შორის ნებისმიერ სახის იარაღით ხდება სპეციალურ ბილიკზე, სიგანით 1,5-2 მ და სიგრძით 14 მ, რომელიც ელექტროგამტარი მასალისგან არის დამზადებული. იგი იზოლირებულია ჩხვლეტისა და დარტყმის რეგისტრირებული აპარატისგან. ორთაბრძოლას მართავს არბიტრი. ჩხვლეტები და დარტყმები, რომლებსაც მოფარიკავეები ერთმანეთს აყენებენ, რეგისტრირდება ლამპებით ელექტრულ აპარატზე. ისინი ფიქსირდება ელექტრული სქემის მიხედვით, რომელიც მოფარიკავის იარაღისა და მისი ტანსაცმლის მეშვეობით გადადის გამტარი სისტემის აპარატისკენ.



კრივი — სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.


ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და მისთ.) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე ფორმა ინგლისსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თავისუფალი ჭიდაობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი მხოლოდ 2004 წელს. მსოფლიო ჩემპიონატები ამ სახის სპორტში 1951 წლიდან ტარდება, ევროპის ჩემპიონატები – 1928 წლიდან. შესულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (120 ქვეყანა).

                                                                                                                                            წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий